ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა. “დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10”, – ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები