რუსთავში ძველი უბნის რეაბილიტაცია იწყება – პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა

რუსთავში ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. კიდევ ერთი ძველი უბნის-რუსთაველის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტი საზოგადოებას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინეს. ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსდგილე ილია ბეგიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
“პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას – დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი. პროექტის ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები