ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

მომხდარის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლის მძღოლია. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები