რუსთავში, ომში დაღუპული გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

 

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერის მოადგილე კახა გურულმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების დედებს სამი მარტი მიულოცეს. დედის დღე ირაკლი ტაბაღუამ და ნინო ლაცაბიძემ ქალაქის სხვადასხვა უბანში მომუშავე მეეზოვე ქალბატონებსაც მიულოცეს და ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები პირადად გადასცეს.


,,ტრადიციულად დედის დღე მივულოცეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული ჩვენი გმირების დედებს, განუზომელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სიმბოლური საჩუქრები გადავეცით ქალაქის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომელ ქალბატონებსაც, რომლებიც გამსაკუთრებით ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე. 3 მარტი განსაკუთრებული დღესასწაულია და მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღე “, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,,ჩვენს ქალაქში ძალიან სასიამოვნო დღეა. დღეს დედის დღეა და ქალაქის მერთან ერთად, რუსთავის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომელ ქალბატონებს მივულოცეთ ეს დღესასწაული. ეს ადამიანები განსაკუთრებით ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე და ჩვენც გვინდოდა ყურადღება გამოგვეჩინა და მოვფერებოდით მათ. შევეცდებით, რომ 3 და 8 მარტი განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და ყურადღება გამოვიჩინოთ ყველა ქალბატონის წინაშე. , – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მერიის სადღესასწაულო საჩუქარი, დღეს რუსთავში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანმა დედებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები