დმანისის მერმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები  მოინახულა, დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

“ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და შვილების კეთილდღეობა“, – განაცხადა დმანისის მერმა.

ღონისძიება დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივითა და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები