“ქუჩაში იპოვა ბავშვმა ასაფეთქებელი” – გარდაბანში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები

გარდაბანში, მე-3 საჯარო სკოლასთან მომხდარი აფეთქების შესახებ “რეგიონული კვირისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვმა ასაფეთქებელი საშუალება ქუჩაში იპოვა და ხელში აუფეთქდა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა მისი პატარა ძმაც, თუმცა ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ცნობისთვის, გარდაბანში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები