ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 22-ით გაიზარდა

ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდი Stopcov.ge ავრცელებს.

”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 35, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 10 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები