ახმეტის 6 სოფლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობის 6 სოფლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მიმდინარე პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით, მსგავსი მიმართულებით მოსახლეობის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

,,მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედო აქცია”,- განაცხადა ვანო პავლიაშვილმა

აქციაში მონაწილეობა მიიღეს, კარდიოლოგმა, თერაპევტმა, პუნმონოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და ფიზიოთერაპევტმა.

საქველმოქმედო აქცია, რომლის ორგანიზატორი ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილია, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდითა და დავით ნარმანიას, „ზედაზენისა“ , „ჯი-ემ ფარმას“ და ასევე, კახეთის სამხარეო ადმინიტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები