თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

თელავი-გომბორი-ვაზიანის უღელტეხილზე საავტომობილო გზა მხოლოდ ზამთრის საბურავებიანი და მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა თავისუფალი, – ამის შესახებ ” რეგიონული კვირას” თელავის საგზაო სამმართველოში განუცხადეს. თენგიზ აბდულაშვილის ინფორმაციით, ადგილზე დილის 4 საათიდან შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გზა ტექნიკური მარილის საშუალებით იწმინდებᲐ.

„ტექნიკამ დილის 4 საათიდან დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე, უღელტეხილზე,მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავებიანი ავტოტრანსპორტისთვისაა მოძრაობა თავისუფალი. მოვუწოდებ ყველა მგზავრს, თავი შეიკაონ
ზაფხულისა და გაცვეთილ საბურავებიანი მანქანით გადაადგილებისგან“,- განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგებელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები