პოლიციამ სოფელ დუისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით,
45 წლის ხიზირ გაურგაშვილი ამ წუთებში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, გაურგაშვილმა მისივე მეზობელი 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი რამდენიმე დღის წინ სოფელ დუისში, ცივი იარაღით მოკლა და შემთვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები