გაგრაში ხანძარს ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან

გაგრაში მაზმიშხას მთაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა, დავით ბგანბამ განუცხადა.

„ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი – დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, დაახლოებით, ცეცხლი 100 ჰექტარზეა გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები