ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: ხანძარი ლიკვიდირებულია

„აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრების ლიკვიდირება მოახერხეს“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში წერია.

„გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩაქრობის მიზნით, გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილებისა და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები