ოკუპირებული გაგრისა და გუდაუთის ტყეში ხანძარია

ოკუპირებული გაგრის რეგიონში, წინასწარი შეფასებით, იწვის დაახლოებით 30 ჰექტარი ტყე,

გუდაუთის მხარეში კი ხანძრის გავრცელების ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარია, იუწყება დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსამსახური.

13 დეკემბრის საღამოს უწყების თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება გაგრის რაიონის სოფელ ფსახარას ტყეში ხანძრის გაჩენის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი მივიდა და ახლომდებარე სახლებში ცეცხლის გავრცელების აღკვეთა მოახერხა. ამასთან, ხანძრის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მიუწვდომლობის გამო, ხანძარი მაღალმთიან რაიონში გავრცელდა.

გუდაუთის რაიონ სოფელ ოთხარის მიდამოებში გაჩენილი ხანძრის შესახებ კი 12 დეკემბერს გახდა ცნობილი.

ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები