ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელების მიერ გამართულ ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. სწორი არჩევანის გაკეთებას, წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას და პროფესიულ წინსვლას გისურვებთ. მჯერა, რომ მიღებული განათლებით და თქვენი მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში“ – განაცხადა ღონისძიებაზე ვარლამ წიკლაურმა.
წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში სკოლა 465-მა მოსწავლემ დაამთავრა.
