ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება გრძელდება

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება გრძელდება,”- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ შრომაში, ჭაკნელიძეების უბანში „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები