გორში ორ ადამიანს ესროლეს, ერთი მათგანი გარდაიცვალა – დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს

გორში, წმინდა წყლის უბანში ორ ადამიანს ესროლეს.

შემთხვევის შედეგად, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირი კი დაჭრილია.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით დაიწყო. რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები