როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
” სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.