აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38%-ია.
შესაბამისი მონაცემები საზოგადოებას უსკო-ს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ წარუდგინა.
წინასწარი ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნება” 934 94 ხმით, 56.66%-ით ლიდერობს, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”- 23 591 ხმა, 14.03% აქვს, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 14 320 ხმა, 8.68%, „გახარია საქართველოსთვის” -14 724 ხმა 8.92%, „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”- 10 329 ხმა, 6.26%.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს და თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი მოდერნიზებული არჩევნები, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იქნა ჩატარებული და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩეველმა სიახლე მარტივად მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანია, ვფიქრობთ, ეფექტიანი იყო“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.