დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. დღევანდელ თამაშებზე ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი, მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა და ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა იასპარეზებენ.

ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ასევე, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები