ბორჯომის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს
ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონკრეტული ლოკაციების მიხედვით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება, რაც არ აფერხებს ვიზიტორების ტერიტორიაზე გადაადგილებას.
რაც, შეეხება ატრაქციონებს, პარკში ოთხი ატრაქციონი ფუნქციონირებს – ავტოდრომი, მინი-ჯეტი, მატარებელი და თვალსაწიერების (ე.წ. ეშმაკის) ბორბალი პლატოზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.