თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობას, საფეხმავლო ბილკების კეთილმწოყობასა და გზის დახაზვით სამუშაოებს.
პროექტი, რომელიც 1 083მ სიგრძის გზაზე ხორციელდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს.