გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით რეაბილიტირდა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოეწყო საგზაო მოძრაობის ნიშნები.

ერთ კილომეტრამდე სიგრძის ქუჩა ერთმანეთს ცხინვალის გზატკეცილსა და ნადირაძის ქუჩას აკავშირებს.

დღემდე ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით იყო შესაძლებელი.  ორივე ქუჩაზე წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული.

პროექტი ცხინვალის გზატკეცილსა და ტყვიავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები