გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი შენდება
გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი შენდება.
ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით სამუშაოები ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა გარეგანათება, სკამები, სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკები, გაზონები ურნები, სარწყავი სისტემა, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.