დავით ლობჟანიძემ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
“ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის დაზიანებული სახურავი, მოეწყო წყალშემკრები ღარები და შეიცვალა დაზიანებული ჭერი. გარდა ამისა, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემები.
“პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 60 000 ლარი შეადგინა. განხორციელებული სამუშაოები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს”,- წერია ინფორმაციაში.
