სოფელ გიორგეთმა პასკის ფესტივალს უმასპინძლა

ლაგოდეხის მერიის ცნობით, სოფელ გიორგეთმა, უკვე ტრადიციად ქცეულ პასკის ფესტივალს უმასპინძლა.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ, წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები; დაეთვალიერებინათ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; დასწრებოდნენ, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კონცერტსა და საბავშვო გასართობ აქტივობებს.
სოფელ გიორგეთში, პასკის ფესტივალი 2019 წელს დაფუძნდა და ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები