გორის მუნიციპალიტეტის მერმა გორში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.

გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცემათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს,  უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს.

ნობათების ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით მომზადდა.

სააღდგომო საჩუქარს 400 – ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები