გორში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

“ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან იწმინდება როგორც ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, ისე სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები, გაითიბება ბალახი.

დღესასწაულზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები

კეთილმოწყობის სააგენტო გილოცავთ დამდეგ გიორგობას და აღდგომის დღესასწაულს!”  – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები