როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18, დღისით +19, +24; მთაში ღამით +7, +12, დღისით +19, +24; მაღალ მთაში ღამით +1, +6, დღისით +10, +15.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14, დღისით +27, +32; მთაში ღამით +2, +7, დღისით +22, +27; მაღალ მთაში ღამით +1, +6, დღისით +18, +23.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთში – დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 14. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში – ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. ტემპერატურა დღისით+23, ღამით+13 .

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში – წვიმაა გამოცხადებული. დღე +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით +25 იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე 21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ცაივლის.

სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები