დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულები. ტრაგედიის ადგილი, ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაღუპულთა ახლობლებმა.
1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ისე კახეთიდან ჩამოსული სტუმარი.
2022 წელს, სტიქიური უბედურების ადგილას მოეწყო სკვერი და გაკეთდა მემორიალური დაფა.