ფოთის მერი: ,,ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“

ქალაქ ფოთში,26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 460 940 ლარს შეადგენს.

საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

,,აღნიშნულ ლოკაციაზე ფუნქციონირებდა N1 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადგილზე გაგრძელებულიყო სკოლამდელი აღზრდის მრავალწლიანი ისტორია. შესაბამისად, შენობის ავარიულობის დადგენის შემდეგ მივიღეთ დემონტაჟისა და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის გადაწყვეტილება.

ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“ – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები