ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა განაცხადების მიღებას იწყებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა განაცხადების მიღებას იწყებს, ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას.

“კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს 18 წლიდან ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.

პროგრამა დაფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით.თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს . ეროვნული უმცირესობები, შშმ პირი ქალი, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, იძულებით გადაადგილებული ქალები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.

მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი 500 ლარიდან არაუმეტეს 5000 ლარით იქნება დაფინანსებული.

პროექტის მიზანს ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა, ასევე მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას წარმოადგენს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა  1 მაისი

განცხადებები მიიღება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  ასევე ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  kobuletimunicipality@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით  T 599 85 63 61

ბიზნეს – იდეის შევსების ფორმა იხილეთ.

საგრანტო-პროექტი-განაცხადის ფორმა word-ის ფორმატში

განაცხადის ფორმა 2024

პროგრამას ქობულეთის მერია მესამე წელია ახორციელებს. 2024 წელს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს”, – წერია განცხადებაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები