ბოლნისის მერმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ბოლნისის საპატიო მოქალაქეებსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მოადგილეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის უფროსები, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.

2023 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, მედიასა და საზოგადოებას 2023 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2023-ში 12 792 389 ლარის ღირებულების 132 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 2023 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 4 015 241 ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 5 488 ბენეფიციარს გავუწიეთ. ვიმედოვნებ, რომ 2024 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“. -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები