ჭიათურაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

21 მარტს, მთელი მსოფლიო, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ამ ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას. ქალაქის კულტურის ცენტრში ღონისძიება „ერთად დავანგრიოთ სტრეოტიპები”“ გაიმართა,სადაც მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა. ნაჩვენები იქნა საინფორმაციო კლიპი,ხოლო კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა „მზის შვილებს“ მუსიკალური და საცეკვაო ნომრები მიუძღვნეს.

ღონისძიების დასასრულს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე პირებს სასაჩუქრე ნობათები გადასცა

„ჩვენი მოვალეობა, მათ მიმართ ყოველდღიური ზრუნვის და სიყვარულის გამოხატვა, მათთვის სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საუკეთესო პირობების შექმნაა. ჩვენ, მათი მეგობრები, არ ვითვლით ქრომოსომებს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები