ვახტანგ ბერიძემ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე შეაჯამეს გასული პერიოდის საქმიანობა, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

თათბირზე ასევე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების საკითხი, რაც გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები.

აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები და პროგრამები მუნიციპალიტეტის 83-ივე სოფელში განხორციელდება.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე და მოადგილე თამაზ აბაშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები