გორის მუნიციპალიტეტის მერმა ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით ხიდისთავში 1700 მეტრი ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

გზის რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურა ხიდისთავის ერთ – ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანᲨი ამ დრომდე მოსაწესრიგებელი იყო, არ არსებობდა ასფალტის საფარი და სანიაღვრეები, რაც მოსახლეობას და მძღოლებს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები