გორის მერმა სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფლებში ინფრასტრუქტურული  სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.

გორის მუნიციპალიტეტის მერი არაშენდაში, ფხვენისში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაᲨი, ქიწნისის მეურნეობაᲨი, ბროწლეთსა და  ტყვიავში იმყოფებოდა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოფლებში მიმდინარეობს როგორც სოფლამდე მისასვლელი გზების, ასევე შედა გზების რეაბილიტაცია.

სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება სანიაღვრე არხების მოწყობაც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები