ქალაქ თეთრიწყაროში სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ თეთრიწყაროში სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

“აღსანიშნავია, რომ დარბაზში მოხდა დაზიანებული შეკიდული ჭერის აღდგენა, მოეწყო იზოლირებული გასახდელი ოთახები და სველი წერტილები, იატაკი
მოეწყო კერამიკის ფილებით, ფასადებზე დამონტაჟდა მეტალოპლასმასის ფანჯრები
და შენობა გადაიხურა თუნუქის სახურავით. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.

ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ძიუდოს
სექციების გაერთიანებული ვარჯიშები და სემინარები ტიტულოვანმა ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ნესტორ ხერგიანმა ჩაატარეს.

აღნიშნულ ვარჯიშებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებს ახლად რეაბილიტირებული დარბაზის გახსნა მიულოცა, ასევე სპორტის პოპულარიზაციასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა”,- წერია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები