ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები,  47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

“მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს დღეებში გავა ხაზზე და მოსახლეობას შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურება.

პროექტი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები