რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,ქართული” ჩატარდება

რუსთავი ქორეოგრაფიულ ფესტივალ ,,ქართულს” უმასპინძლებს. კონკურს-ფესტივალი რუსთავის მერიის ორგანიზებით, აპრილის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
,,გაზაფხულზე რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი –  ,,ქართული” ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში რუსთაველებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ძალიან საინტერესო და ლამაზი დღეები ელოდებათ. მე იმედი მაქვს, რომ საფესტივალო დღეებში ძალიან ბევრი საინტერესო ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამოვა და ადგილობრივებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება  კონკურსში. ჩვენი სურვილია, რომ რუსთავმა ნელ-ნელა შეიძინოს საფესტივალო ქალაქის სტატუსი”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურს-ფესტივალი – ,,ქართული”, რუსთავში წელს პირველად ჩატარდება და ამჯერად მასში რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საფესტივალო სივრცე და სცენა    რუსთავის თეატრის სკვერში მოეწყობა.
მათი ცნობით, ,,ქართულის” საკონკურსო ნაწილი, 6 დღე გაგრძელდება და  მე-7 დღეს, გალა კონცერტით დასრულდება. ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, ფესტივალის სპეციალური ჟიური გამოავლენს,  საუკეთესო მონაწილე ანსამბლი, კი  გარდამავალი გრან-პრით დაჯილდოვდება.
,,ქართულის’ საფესტივალო სივრცეში,  ერთი კვირის განმავლობაში მოწყობილი იქნება ეთნოგრაფიული, სამრეწველო და კულინარიული კუთხეები, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები