ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
“შეხვედრებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე თორნიკე ტიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
შეხვედრებზე ნიგვზიანის, ნინოშვილისა და ლესის მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვიტეს თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 748 ათასი ლარი გამოეყო.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 54 სოფელში საერთო კრება ან კონსულტაცია წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩატარდება.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია შიდა გზების, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა–რეაბილიტაცია და სხვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები