მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

“დღეს მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.

წელს პირველად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, წლის პედაგოგები გამოვლინდნენ და მათ სიგელებთან ერთად ფულადი საჩუქარიც გადაეცათ”,- ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.  
“ასევე 2022-2023 სასწავლო წლის 39 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. ოქროს მედალოსნებს 500-500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 300-300 ლარი ჩაერიცხათ. 1000 ლარით დაჯილდოვდა 100 %-იანი გრანტის მფლობელი, ლიზი იმნაძე.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები