გორში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

“გორში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური ყოველდღიურად სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორია მერია ავრცელებს.

“მიმდინარეობს მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება, გაზონების გათიბვა-გასუფთავება, ჩამოცვენილი ფოთლების გატანა, მრავალწლიანი ნარგავების გადაბელვა. გარდა ამ სამუშაოებისა, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, პროექტის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და ქუჩის განათების მოწყობის პარალელურად ხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები – დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გალამაზებასა და გამწვანებაზე!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები