დავით ნოზაძემ ქვემო მლეთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულა

სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის მიხედვით, დაგეგმილია  სკვერის, საპარკინგე სივრცის, სველი წერტილებისა და
მონასტრის მიმდებარე ეზოს კეთილმოწყობა, ასევე, დამონტაჟდება გარე განათებები და ჩატარდება ყველა სხვა საჭირო სამუშაო.
პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე შეემატება, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე, ტურისტებისათვის.
მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 2 200 000 ლარს აღემატება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები