გორის №1 საჯარო სკოლის გუნდი ხელბურთში საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონია

„გორის №1 საჯარო სკოლის გუნდი ხელბურთში საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონია. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების თანამშრომლებმა გორის პირველი საჯარო სკოლის ხელბურთის გუნდს საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცეს“,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„საჯარო მოხელეებმა გუნდის წევრებს, მწვრთნელებსა და სკოლის დირექტორს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობის სიგელები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

გორელმა ხელბურთელებმა წარმატებით გაიარეს შეჯიბრების მუნიციპალური, რეგიონალური, ზონალური (აღმოსავლეთ საქართველოს) ეტაპები და ბოლოს ქუთაისის გუნდის დამარცხებით საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

გუნდი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მომავალ წელსაც მიიღებს მონაწილეობას. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში გორელი ხელბურთელები საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები