განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული ფრენები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმისთვის, ასევე ჩვენი თანამემამულეების თავისუფალი გადაადგილებისთვის – თორნიკე რიჟვაძე

“რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს მოგეხსენებათ არის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა თავისუფლად შეძლონ მიმოსვლა ვიზების ნაწილში”, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მეორე, რაც შეეხება ფრენებს, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული ფრენები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ეს მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმისთვის, ასევე ჩვენი თანამემამულეების თავისუფალი გადაადგილებისთვის.

მინდა გთხოვოთ, რომ გარდა პოლიტიკოსების შეფასებისა, კითხოთ იმ მოქალაქეებს, ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები, მეგობრები რუსეთის ფედერაციაში. ასევე, უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ტურიზმის სექტორში. ვფიქრობ, კიდევ უფრო კომპლექსურ და სრულ პასუხს მივიღებთ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები