ავარია კახეთში – დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, 7 წლის გოგონა კი მძიმედ დაშავდა

 

ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანში, ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.

„ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, თბილისში გადაყვანა სჭირდება. ამ წუთში აქ არის, მაგრამ მალე გავაგზავნით. კვლევებს ვუტარებთ მამამისსაც, რომელსაც ტრავმა ასევე თავის ქალაზე აქვს მიღებული და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”- ამბობენ კლინიკაში.

“კვირა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები