ზაზა შავაძემ სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლებს, განათლების საერთაშორისო სპეციალისტებს, აშშ-ის ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის Prairie View A&M University – ექსპერტებს და „მომავლის ფერმერის” გუნდის წევრებს შეხვდა.ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მინისტრმა სტუმრებს სამინისტროს მიმდინარე პროგრამები და ექსტენციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო.
“ვიზიტის მიზანია აჭარის რეგიონისათვის საპილოტე ექსტენციის მოდელის შემუშავების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივ მხარეებთან შეხვედრების გამართვა და მომდევნო წლების აქტივობებზე ინტენსიური მუშაობა.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც პროგრამის საკვანძო რგოლია. ასევე იგეგმება შეხვედრები სტუდენტებთან და ახალგაზრდა ფერმერებთან. რაც სამომავლოდ ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობას და დარგის პოპულარიზაციასაც უზრუნველყოფს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.