არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE კავკასიის“ ადგილობრივმა პარტნიორებმა დავით შერაზადიშვილს პროექტის „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ მიზნები გააცნეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია  „CARE კავკასიის“ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“(KRDF)  წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე  KRDF-ის წარმომადგენლებმა პროექტის „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ მიზნები და ამოცანები გააცნეს.

პროექტი ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ბოლნისში განხორციელდება და მისი მიზანი სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის ეკონომიკური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

საკონტაქტო პირი : თამა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები