ონის მერია: მუნიციპალიტეტში დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები

ონის მუნიციპალიტეტში დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, უამინდობამ მოძრაობის შეფერხება, ხეების წაქცევა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.

:ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში. შეზღუდვები ვრცელდება მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლის აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან იწმინდება ქალაქის შიდა გზები. ასევე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.
მოსახლეობას ვთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 577 99 85 82; 551 093 957″, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები