დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სასწავლო დაწესებულებებში მისვლა ვერც მოსწავლეებმა და ვერც მასწავლებლების ნაწილმა ვერ შეძლეს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, სასწავლო პროცესი ჩაიშალა – ზემო სურების, შუა სურების, დიდი ვანის, ქვემო სურების, ნაბეღლავის, სამების, კოხნარის, ერკეთის, ბუკისციხის, გორაბერეჟოულის, შუა ფარცხმის საჯარო სკოლებში.

“ძირითადად მაღალმთიანი სოფლების სკოლებში ვერ შედგა დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი. ეს სკოლები აანაზღაურებენ გაცდენებს შაბათის ხარჯზე”, – თქვა სიხარულიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები